
მსუბუქი და მოქნილი მზის პანელი შექმნილია ისე, რომ იდეალურად მოერგოს ფურგონის ან ავტოსახლის სახურავის მოხრილ ზედაპირს. მარტივად დაამონტაჟეთ და სწრაფად დატენეთ Power Kits სისტემა ან პორტატული ელექტროსადგური.
ჩვენი 100 W მოქნილი მზის პანელი გამოირჩევა 23%-იანი ეფექტურობით, რაც კიდევ უფრო სწრაფ დატენვას უზრუნველყოფს. პანელში ინტეგრირებული შემოვლითი დიოდები (Bypass Diodes) ხელს უშლის გადახურებას და ნაწილობრივ დაჩრდილულ პირობებშიც ინარჩუნებს მზის ელემენტების ეფექტურ მუშაობას. გამოიყენეთ პანელი Power Kits სისტემასთან ან EcoFlow-ის პორტატულ ელექტროსადგურთან ერთად, ხოლო ინტეგრირებული MPPT ალგორითმი მზის ენერგიის ოპტიმალურ მიღებას უზრუნველყოფს.


მხოლოდ 2.3 კგ წონა და სხვადასხვა ფორმის ზედაპირზე მორგების შესაძლებლობა
მსუბუქი და მოქნილი, როგორც არასდროს
მოქნილი მზის პანელი ტრადიციულ მზის პანელებზე 70%-ით მსუბუქია, რაც მის გადაადგილებასა და მონტაჟს განსაკუთრებით ამარტივებს. 258°-მდე მოქნილობის წყალობით, პანელი მარტივად ერგება ავტოსახლისა თუ ფურგონის სახურავის უნიკალურ ფორმას ისე, რომ მზის ენერგიის მიღების ეფექტურობა არ მცირდება.
მოწინავე მინის ბოჭკოს დამცავი ფენით
გამძლეობა მზის ენერგიის ეფექტური გამოყენებისთვის
182 მონოკრისტალური სილიციუმის მზის ელემენტიდან თითოეული დამზადებულია მინის ბოჭკოს მოწინავე ტექნოლოგიისა და ლამინირების პროცესის გამოყენებით, რაც პანელს დამატებით იცავს და მის ეფექტურ მუშაობას აუმჯობესებს.
IP68 წყალგაუმტარობისა და მტვრისგან დაცვის სტანდარტი
შექმნილია რთული ამინდის პირობებისთვის
ჩვენი 100 W მოქნილი მზის პანელი მზის ენერგიის მიღებას ძლიერი წვიმის დროსაც უზრუნველყოფს. დამცავი ETFE ფირის წყალობით, პანელის მზის ელემენტები მდგრადია სხვადასხვა გარემო პირობების მიმართ – მაღალი ტენიანობიდან მშრალ კლიმატამდე.
წყლისა და მტვრის მიმართ მდგრადობა შემოწმებულია კონტროლირებად ლაბორატორიულ პირობებში IEC 60529 სტანდარტის შესაბამისად და შეესაბამება IP68 კლასს. ტესტირებისას პანელი 1 მეტრამდე სიღრმეზე, 72 საათის განმავლობაში იყო მოთავსებული წყალში.



აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მონტაჟის მეთოდი
წინასწარ მომზადებული სამონტაჟო ხვრელების წყალობით, მოქნილი მზის პანელი შეგიძლიათ კაუჭებით დაკიდოთ ან წებოვანი საშუალებით მყარად დაამაგროთ სასურველ ზედაპირზე.

გააფართოეთ თქვენი მზის ენერგიისა და კვების სისტემები
უნივერსალური მზის ენერგიის კონექტორის წყალობით, ჩვენი 100 W მოქნილი მზის პანელი შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებულ 48 V-იან კვების სისტემასთან ან პორტატულ ელექტროსადგურთან ერთად. პანელს მოჰყვება 1 მეტრის სიგრძის მზის ენერგიის კაბელი, რომელიც რამდენიმე პანელის მოსახერხებლად დამონტაჟებისა და მზის ენერგიის მაქსიმალურად მიღების საშუალებას გაძლევთ.

ყუთში
100 W მოქნილი მზის პანელი
მომხმარებლის სახელმძღვანელო და საგარანტიო ბარათი

სპეციფიკაციები
მზის პანელის წონა
დაახლოებით 2.3 კგ
ზომები
1055 * 612 * 25 მმ
ნომინალური სიმძლავრე
100 W (±5 W)
ღია წრედის ძაბვა
20.3 V
მოკლე ჩართვის დენი
6.3 A
მაქსიმალური სამუშაო ძაბვა
17.1 V
მაქსიმალური სამუშაო დენი
5.9 A
ნომინალური სიმძლავრის ტემპერატურული კოეფიციენტი
-0.39%/°C
ღია წრედის ძაბვის ტემპერატურული კოეფიციენტი
0.33%/°C
მოკლე ჩართვის დენის ტემპერატურული კოეფიციენტი
0.06%/°C
სისტემის მაქსიმალური ძაბვა
600 V DC (UL)
მაქსიმალური დამცველის დენი
15 A
















